ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება ხელისუფლებას ყველაზე მეტად აზარალებს. აქვე ის აღნიშნავს, რომ სამართლებრივი მხარე არ დარღვეულა და მოსამართლე ურთმელიძე კონსტიტუციიდან არ გასულა.
"მე არ ვარ შემფასებელი და არც შევეცდები შევაფასო. კითხვები არსებობს. ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე არსებობს კთხვები, უნდა შეეყვანა თუ არა ეს მმართველი. ვერავინ ვერ შემახსენებს, რომ ურთმელიძემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც. საზღვარგარეთ მე მოვიკვლიე და ამის პრაქტიკა არის ბევრი, ვიდრე ჩვენთან, საქართველოში. ამიტომაც თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნა და შეიყვანა დროებითი მმართველი, მას ამის საფუძველი აქვს, კონსტიტუციიდან არ გასულა. ამაზე პასუხი ისევ სასამართლომ უნდა გასცეს.
ამავე დროს, რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს. მთავრობა ამ პროცესებში ვერ ჩაერევა. მათ აქვთ უფლება იდაონ წართმეულ ქონებაზე. მთავრობაში არავინ არ არის ბრიყვი, მით უმეტეს, ჩემზე მიანიშნებენ ყველაზე მეტს, რომ ამის ჭკუა არ მყოფნიდა, რომ ეს კოზირი გადამეგდო მათთვის. სამართლებრივად არავის დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია. თუ ვინმეს არ მოსწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ძალიან გვაზიანებს, ამისთვის არსებობს სასამართლო და მხოლოდ სასამართლო. შემდეგმა ისტანციებმა უნდა გასცენ პასუხი და აღარ უნდა დარჩეს აღარანაირი ეჭვი," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.