20 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
"პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში," - სერგო რატიანი პარლამენტის შუამდგომლობაზე

მოსამართლეების აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობაზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ აპირებს. ხვალვე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელზე.

პარლამენტისა შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობაში. ისინი ახსნა-განმარტებებს პირადად დავით უსუფაშვილისგან ითხოვენ.

"პროცედურული დემოკრატიის მამაც ჩაერთო ამ არასამართლებრივ დავაში. მე ვულოცავ რესპუბლიკელებს წინ გადადგმულ ნაბიჯს," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი. 

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა ხელისუფლოების და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პროცესებში.

"ეს არის პოლიტიზირებული საქმე," - განმარტავს ირაკლი ალასანია. 

დღის ამბები