20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ბოკერია პირადად ხარჯავდა ათეულობით მილიონს სააკაშვილის ლობიზმზე, ძალიან დიდი თანხაა ნაღდი გაცემული,"-ივანიშვილი

"ბოკერია პირადად ხარჯავდა ათეულობით მილიონს სააკაშვილის ლობიზმზე. ძალიან დიდი თანხაა ნაღდი გაცემული,. 500 ათასი, 900 ათასი, ფაქტები დევს პროკურატურაში,"- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის თემაზე ბოლო დროს ამერიკასა და ევროპაში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. 

"ჩვენ ანგარიშსს ვუწევთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ვცდილობთ ისინი დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში და ესე იქნება ეხლაც. შეშფოთება არის გადაჭარბებული. საფუძველი ამის გახლავთ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ახერხებდა ამერიკაში და სხვაგან მეგობრების შეძენას. ბოკერია პირადად ათეულობით მილიონს ხარჯავდა სააკაშვილის ლობიზმზე. იქ ძალიან დიდი თანხაა ნაღდი გაცემული. 500 ათასი, 900 ათასი, ფაქტები დევს პროკურატურაში. ჩემი პრემიერობის დროს ვთქვი ეს საჯაროდ. აი ეს ფული მუშაობს დღესაც ბოკერია რომ უხვად ხარჯავდა,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები