20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება დამფუძნებელი"- ნოდარ ჯავახიშვილი "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

"თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება დამფუძნებელი ბასილაშვილი იქნება, ჯავახიშვილი თუ პეტრიაშვილი, რა ეშლება სიტყვის თავისუფლებას?" - ასე გამოეხმაურა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

თბილისში მყოფი ევროკომისარის ფედერიკა მოგერინის მიერ სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს  მინისტრი ჯავახიშვილი ეთანხმება და ამბობს, რომ ვითარებას სხვაგვარად მხოლოდ თავად რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა წარმოაჩენს.

„აქ არ არის ლაპარაკი სიტყვის თავისუფლებაზე, ეს თქვენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა აკეთებთ ამის შეფერვას,“ - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

დღის ამბები