20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე ფედერიკა მოგერინის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ვიზიტი დასრულებულია. პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა და ვიზიტი შეაჯამა. საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზეც შედგა.

ფედერიკა მოგერინი დილიდან მართავდა შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესების და წინასაარჩევნო გარემოს შეფასების პარალელურად თითქმის ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მედიის თავისუფლება და რუსთავი 2–ის საქმე იყო.

ევროინტეგრაციისთვის ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირი წლის ბოლოს შეაფასებს. პროგნოზებს მოგერინი არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ პროგრესი ვიზალიბერალიზაციის საკითხებში აშკარაა და იმედოვნებს, რომ შედეგებიც პოზიტიური იქნება.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშნად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღის ბოლოს გორის რაიონში ჩავიდა და ევრომონიტორებთან ერთად ე.წ. საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გაეცნო.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

 

დღის ამბები