20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პარლამენტი 2 მოსამართლის აცილებას ითხოვს - პაპუაშვილი და უსუფაშვილი შესაძლოა ერთმენეთს შეხვდნენ

მოსმართლეთა აცილების შუამდგომლობზე უსუფაშვილი და პაპუაშვილი სავარაუდოდ კამერების გარეშე ისაუბრებენ. შეკითხვები პარლამენტის მიმართვასთან დაკავშირებით ორივე მხარეს აქვს. შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტის სახელით საკონსტიტუციო სასმართლოში ელექტრონული ფორტით გაიგზავნა, ვიზირება პარლამენტის თავმჯდომარემ მისცა.

საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარისთვის კავშირები, რაზეც პრლმენტის შუამდგომლობაშია საუბარი, მოსამართლეთა აცილების საფუძველი არ არის. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, 1997-98 წლებში ფონდ ქართუს დირექტორთან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად მუშაობდა. მოსამართლე მაია კოპალეიშვილი კი 2000-2005 წლებში დავით უსუფაშვილთან. გიორგი პაპაუაშვილი პარლამენტის მიმართვასთან დაკავშირებით დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს ესაუბრა.

შუამდგომლობაში, რომელიც პრლამენტმა საკონსტიტუციო სასმართლოში გაგზავნა აცილების ერთ-ერთ გარემოებად ნიკა გვარამიასთან ახლობლური ურთიერთობები იყო დასახელებული. ერთ-ერთმა მოსამართლემ დღეს პარლამენტს თავადვე უპასუხა. 

საკონსტიტუციო სასმართლოში გაგზავნილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა დავით უსუსფაშვილისგან ახსნა–განმარტებებს ითხოვს. ამ საკითხის დაყენებას ოპოზიცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. 

ავტორი: ნატა მახვილაძე 

დღის ამბები