20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ივანიშვილის მორიგი ვრცელი ინტერვიუ და ყოფილი პრემიერის კრიტიკული შეფასებები

ჟურნალისტების შეკითხვებს ყოფილმა პრემიერმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა. პირველივე შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-თან დაკავშირებით დაუსვეს. მოქალაქემ მთავრობის წევრების მსგავსად სამაუწყებლო კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კერძო დავის შეფასება მისცა და განაცხადა, რომ გავრცელებული აზრის მიუხედავად ამ პროცესების უკან თავად არ დგას. თუმცა აქვე საკუთარი სიმპატია კიდევ ერთხელ დაადასტურა დავის მონაწილე ერთი მხარის მიმართ.  

ერთადერთი რაშიც ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ეს რუსთავი2 -ის დროებითი მმართველების დანიშვნაა. თუმცა ამაშიც განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. სამაგიეროდ გაცილებით უფრო პრობლემატურია ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო სასმართლოში შესული რუსთავი 2-ის სარჩელები.

სხვადსახვა პროცესებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზე საუბრობენ საქართველოშიც და მის გარეთაც. თუმცა საერთასშორისო საზოგადოების, ავტორიტეტული ორგანიზაციების, დიპლომატების, უცხოური მედიისა და საქართველოსი აკრედიტებული ელჩების მოსაზრებები ყოფილი პრემიერისთვის ნაკლებად სარწმუნოა. ის ამბობს, რომ ყველა მათგანი შეცდომაშია შეყვანილი.

ერთადერთი ვისზეც ბიძინა ივანიშვილმა დღეს დადებით კონტექსტში ისაუბრა ირმა ინაშვილი იყო. ყოფილი პრემიერი არჩევნების გაყალბებების ნაწილში ინაშვილს არ ეთანხმება და მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

მოქალაქემ დღეს თავად დაადასტურა, რომ ბუნებრივი აირის საკითხის გადაწყვეტაში პირადად მონაწილეობს და ირანთან დაგეგმილ მოლაპარაკებებშიც თავად აპირებს მონაწილეობის მიღებას. ყოფილი პრემიერი ვერც რუსული გაზის შემოსვლაში ხედავს პრობლემას.

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

დღის ამბები