20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა"-თამაზ მეჭიაური

მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი თამაზ მეჭიაური მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებს იზიარებს, ეს ბიძინა ივანიშვილი ს არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ტენდენციური, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

„ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მოქალაქე, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ის შიგნიდან ფინანსდება - მისი ფულით ფინანსდება, რომელსაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს,“ - ამბობს თამაზ მეჭიაური, რომელსაც გადაცემა არჩევანში გაუჭირდა მოქალაქის გარდა ივანიშვილის პოზიციის მქონე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება. თქვა, რომ ასეთი ბევრია, მაგრამ დღეს მათი სახელები არ ახსოვს.

დღის ამბები