20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
თამაზ მეჭიაური "რუსთავი 2-ის" საქმეში სხვა მეწილეების გამოჩენას არ გამორიცხავს

მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-ის საქმეში სხვა მეწილეების გამოჩენას არ გამორიცხავს. ეს მოსაზრება მან გადაცემა არჩევანში გამოთქვა. ამ განცხადებით ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი დაინტერესდა და ჰკითხა კოლეგას, რა აძლევს მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველს.

„თქვენ ყოველთვის წინასწარ გაქვთ ხოლმე ინფორმაციები, ეტყობა რაღაც იცით და ჩვენს არ გვეუბნებით. ქიბარ ხალვაშის და თქვენი წევრია და იქნებ გაქვთ რამე გეგმაში და გვითხარით,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

„ჩემს წინასწარმეტყველებებზე თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე არ მინდა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნეს. მე მხოლოდ ჩემს ვარაუდებს ვამბობდი,“ - განაცხადა მაჭავარიანის პასუხად თამაზ მეჭიარუმა, რომელმაც აქვე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ცნობილ განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოსამართლემ საკუთარი დედის შესახებ გაკეთებული განცხადების დროს ის კანონი გამოიყენა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო.

„დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრია, როგორი განმარტებებიც არ უნდა გააკეთოს ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულმა კანონმა,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

დღის ამბები