20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
"ურთმელიძე გადაეცა ანათემას ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული,"- ევა გოცირიძე

"ურთმელიძე გადაეცა ანათემას. ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული,"- ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანის ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძეს მიაჩნია, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ არა კრიტიკული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. გოცირიძე ამბობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება დაუშვებელია, რადგან ის ცუდ გავლენას არა მხოლოდ მოსამართლე ურთმელიძეზე, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემაზე ახდენს. 

"ეს მხოლოდ სასამართლოს კრიტიკა არ არის, ეს არის წრეგადასული ლანძღვა, რომელიც სასამართლოს მიმართ ეს არის დაშინების მცდელობა სასამართლოსი. ზოგი ნეფსით ზოგიც უნებლიედ აკეთებს ამას. მოსამართლე ურთმელიძე გადაეცა ანათემას ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები რომლებიც ამბობენ, ვაი ახლა თუ მე შემხვდა ეს საქმეო. მოსამართლეები შეეცდებიან აიცილონ ურთმელიძისეული ხვედრი და მიიღონ მათთვის კომფორტული გადაწყვეტილება. სასამართლოს მიკერძოებულობის ეჭვები არსებობს ოღონდ შემდეგ ისტანციებში,"- განაცხადა ევა გოცირიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოზე ან მოსამართლეზე ზღვარგადასული ლანძღვის შემთხვევაში ხელისუფლებამ ევროპული გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და მოახდინოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. 

დღის ამბები