20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ევა გოცირიძე ჟურნალისტებს „თვითშეზღუდვის კულტურისკენ“ მოუწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ჟურნალისტებს „თვითშეზღუდვის კულტურისკენ“ მოუწოდებს. ასეთი განცხადება მან გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი თავისუფლება არ უნდა გამოიყენონ ისე, რომ სხვას „ზიანი მიაყენონ.“

„თვითშეზღუდვის კულტურით, ასეთ ცენზურას გიწესებთ თავისუფლებით სარგებლობის კულტურა. მე ამ ეთერში უნდა გავიმეორო მარტივი ჭეშმარიტება. თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ეს ელემენტალურია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ დღეს ცივილიზებულ საზოგადოებაში თანამედროვე მოქალაქეს სჭირდება იმის შეხსენება რომ - ჩვენი თავისუფლება გამოვიყენოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს,“ - აცხადებს ევა გოცირიძე.

დღის ამბები