20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"ეტყობა ზედაპირულად ეცნობოდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს,"- ევა გოცირიძე ჩერგოლეიშვილს მიმართავს

"ეტყობა ზედაპირულად ეცნობოდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს,"- ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ ტაბულას ხელმძღვანელს თამარ ჩერგოლეიშვილს. 

მანამდე კი ჩერგოლეიშვილმა ევა გოცირიძეს მოუწოდა დაესახელებინა ის ფაქტები როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. 

"მართლმსაჯულების პრესტიჟი და ავტორიტეტი ნამდვილად გახლავთ საჯარო ინტერესი რომლის დასაცავადაც შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მე დაგისახელებთ ბევრ პრეცედენტს. სადაც მოსამართლეების წრეგადასულ ლანძღვასთან იყო დაკავშირებული მართლაც იქნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მაგალითად რიკო სლოვაკიის წინააღმდეგ. მოსამართლის კრიტიკა სასამართლოს მიუკერძოებულობის დასაცავად იქნა შეწყნარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ,"- განაცხადა გოცირიძემ. 

ტაბულას ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სტუდიაშივე განაცხადა, რომ მას სცხვენია იმ განცხადების, რაც ევა გორიციძემ გააკეთა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები