იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ თამაზ ურთმელიძეს რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი და ასე მოკლე ხანში 17 გვერდიანი განჩინების დაწერა მოახერხა.
განჩინების მოკლე დროში დაწერის შესახებ საკუთარ ვერსიაზე გოცირიძემ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„შეიძლება მას წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი ამ თემაზე და მერე ჰქონდა გამზადებული პროექტი. შეიძლება იყო მოსალოდნელობა ამისა და ამ თემაზე ჰქონდა დამუშავებული მოსაზრება,“ - აცხადებს ევა გოცირიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ასევე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე ურთმელიძეს მიეღო გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ევა გოცირიძე დარწმუნებულია, რომ განჩინება თავად ურთმელიძემ დამოუკიდებლად დაწერა.