20 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
„როდესაც სასამართლო ეუბნება ჟურნალისტს, როგორ უნდა იმუშაოს, ეს ცენზურაა“ - ნინო დანელია

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციოში გაგრძელდეს. ნაწილი ასევე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს საქმე სამართლებრივ საზღვრებში მოაქციოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება გასცდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ ჩარჩოს.

მედია ექსპერტები სასამართლოს მხრიდან ცენზურაზე საუბრობენ და შექმნილ ვითარებაში კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აკრიტიკებენ.

„როდესაც სასამართლოს ეუბნება ჟურნალისტს, როგორ უნდა იმუშაოს, რა არის ობიექტური და რა არა, ეს ერთმნიშვნელოვნად არის ცენზურა,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

 

დღის ამბები