20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით დეპუტატები განმარტებებს აკეთებენ

ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, სადაც დეპტატები დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. თუმცა, ვიდრე განსახილველი საკითხები გახდება ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სარჩელთან და მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით დეპუტატები განმარტებებს აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საზოგადოების და ოპონენტების მხრიდან არასწორი აქცენტები გაკეთდა მხოლოდ მოსამართლეების ნაცნობობასთან დაკავშირებით.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მისი მოადგილე არ ყოფილა მოსამართლე ვარძელაშვილი, თუმცა მასთან კარგი ნაცნობობა აკავშირებს.

უმრავლესობის დეპუტატი ანა მიროტაძე რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო უმრავლესობის შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. ისინი მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვენ.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები