რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროკავშის წარმომადგენლობა აკვირდება პროცსების მიმდინარეობას და ხაზს უსვამს ქვეყანაში მედია პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობას.
„ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ პროცესში, რომელიც გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედია და პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემას. ჩვენ ამ პრინციპების შესრულებას თვალყურს მივადევნებთ,“ - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.