"3 სამუშაო დღეა რათა დროულად მოხდეს დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და კანონი არ დაირღვეს", - ეს განცხადება რუსთავი2-ის დროებითმმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა გააკეთა. საყევარიშვილი ამბობს, რომ მან და დავით დვალმა ზაალ უდუმაშვილს ყველა ის უფლება მიანიჭეს, რომელიც მათ მოსამართლე ურთმელიძემ მიანიჭა.
"ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე სამათლებრივი დავა მიდის და სხვადასხვა ისტანციებში მიმდინარეობს საქმეების განხილვა და არ ვართ დარწმუნებული რომ ამ საკითხების გადაჭრა მოხდება მოკლე ვადებში. ასევე ვიცით კონკრეტული თარიღი ეს არის 15 ნოემბერი, როდესაც
უნდა მოხდეს საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა ტელეკომპანია ხდება კანონდამრღვევი, ის ხდება ურჩი გადამხდელი და მას შეიძლება დაეკისროს სანქციები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.
სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, გამოინახა ეს გზა, რომ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინოთ ზაალ უდუმაშვილზე, რომელიც შეძლებს კომპანიის იურიდიული და ფინანსური ტიპის საქმიანობის უზრუნველყოფას. 15 ნოემბერი არის კვირა დღე, დღეს არის 11 ნოემბერი, 3 სამუშაო დღეა, რათა სრულფასოვნად მოხდეს ამ დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და კანონი არ დაირღვეს. ეს არის ჩვენი ფუნქცია,"- განაცხადა რევაზ საყევარიშვილმა.