20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
რუსთავი 2 ის დროებითმა მმართველებმა დახმარების თხოვნით საიას მიმართეს

"საია-ს ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვა,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ გააკეთა. აქიმიძე აცხადებს, რომ დროებითმა მმართვლებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სანამ 5 ნომებრის განჩინება არ გაივლის ყველა ისტანციას მანამდე რუსთავი 2-ის შენობაში და არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. 

როგორც აქიმიძე აცხადებს, გუშინ დავით დვალი და თავად შეხვდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს

"მაშ შემდეგ რაც სასამართლო დადგენილება გამოვიდა, დაიწყო პოლემიკა მოსამართლის განჩინების შესახებ. ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება არ მისულიყო და არ შესულიყო რუსთავი2-ში. მმართველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სანამ სასამართლოს შემდეგომ ისტანციებში არ გაირკვეოდა არ შევიდოდნენ შენობაში.

გვქონდა ეჭვი, რომ ყოფილი ხელმძღვანელობა ელოდა როდის მივიდოდნენ შენობაში და მოხდებოდა პროვოკაციები და ეს მათ წისქვილზე ასხამდა წყალს. მე და დათოს საიას ხელმძღვანელთან საუბარი გვქონდა. დახმარება ვთხოვეთ და აქტიურად ჩარევისკენ მოვუწოდეთ. რათა არ მომხდარიყო საზოგადოებრივი აზრის გამძაფრება. არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობაა ჩაერიონ ამ პროცესში. ანა ნაცვლიშვილმა აღგვითქვა დახმარება და აღნიშნა, რომ ყურადღება მიაქცევდნენ მას შემდეგ რაც ჩვენ ამ განცხადებას გავაკეთებდი," - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. 

 

დღის ამბები