"თქვენ ხართ მშიშრები, თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან, დღეს სამი დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ," - ასე მიმართა ნიკა გვარამიან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დორებით მმართველებს დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს.
გვარამია ამბობს, რომ დიდი ალბათობით დვალს და საყევარიშვილს მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგებათ, იმ შემთხვევაში თუ ისინი სასამართლოში არ დააფიქსირებენ, რომ ემიჯნებიან პროცესებს.
"თქვენ ხართ მშიშრები. თქვენ თავის დროზე გაიქეცით კომპანიიდან, დღეს 3 დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც კი ვერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ. ჩვენ აქ ვართ გამოკეტილები როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე ვიცავთ კომპანიის ინტერესებს. დღეს დაადასტურეთ, რომ თქვენი განცხადებები ტელეკომპანიის დაცვაზე, მისი თავისუფლების უზრუნველყოფაზე არის სისულელე. პირველივე ხელის დაქნევაზე გაიქცევით აქედან. თქვენი სახლებიდან გაიქეცით დღეს უკანალზე ირტყამთ ფეხებს ისე გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ?!
გამოსავალი არსებობს, ის ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ემიჯნებით ამ პროცესებს. მიიღებთ მყისიერად სამართლებრივ შედეგს და საკუთარ შედეგს და საკუთარ თავსაც დაიძვრენთ იმ მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით თქვენ დაგეკისრებათ მეგობრებო," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.