20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
პარლამენტის იურისტი მოსამართლეებთან, რომლის აცილებაც საკანონმდებლო ორგანომ მოითხოვა, 3 წელი მუშაობდა

ნიკა გვარამიასთან წლების წინ თანამშრომლობის გამო პარლამენტი 2 მოსამართლის აცილებას ითხოვს. საკანონმდებლო ორგნოს იურისტი კი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს აღნიშნულ მოსამართლეებთან 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს ინფორმაცია დღეს რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამრთლოში მიმდინარე სხდომის დროს გახდა ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსამართლეების ნაწილს ლევან ბერძენიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთანაც აქვთ სამუშაო გამოცდილება. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთად. 

დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ოთხიდან, ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობას მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასამართლოში გამოცხადებული ერთ საათიანი შესვენება დასრულდება.  

 

ავტორი: ეკა გაგუა 

დღის ამბები