20 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
„ხელისუფლებამ ვერ გააკეთა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე" - ირაკლი ჩიქოვანი

ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და რუსთავი 2-ის საქმეზე ისაუბრეს პარლამენტში დღეს თავისუფალმა დემოკრატებმაც. როგორც მათ პლენარულ სხდომაზე განაცხადეს, რუსთავი 2 -ს საქმე არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმე, ეს არის ქვეყნის საქმე და ქვეყანამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ხელისუფლებამ ვერ გააკეთა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. მან ადეკვატურად ვერ მოახდინა იმ გამოწვევებზე პასუხის გაცემა, რაც მას უდგას მედიის თავისუფლების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა  

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ საჭიროა მეტი განმარტება და სიფრთხილე ამ კუთხით.

„მისი განმარტებით, როდესაც უფლებრივ ჭრილში ვიხილავთ მედიის თავისუფლების საკითხს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციით დაცული და სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლება, ამავე უფლების ჭრილში უნდა განვიხილოთ კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლება," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.  

დღის ამბები