20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა ამ შემთხვევაში მოისუსტებს", - ნუკრი ქანთარია რუსთავი 2-ზე საუბრობს

"უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა ამ შემთხვევაში მოისუსტებს და ვერ ახდენს ზუსტ რეაგირებას და დროულ ინფორმირებას", - აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინების შესახებ ინფორმირების საკითხი.

"ამას ადასტურებს ისიც, რომ არა მარტო ამერიკის ელჩს, არამედ უმრავლესობასაც ეგონა, რომ მოსამართლის განჩინება მოხდა ღამით, სიბნელეში, კბილების კრაჭუნით, ფარნის შუქზე," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ რუსთავი2-ის საქმისა და სიტყვის თავისფულების შესახებ პლენარულ სხდომაზე საუბრისას. 

დღის ამბები