"ამ შენობაში თანამდებობის პირები შედიან და აქეთ არც იხედებიან. დრო მოვა ხალხიც არ გამოიხედავს თქვენსკენ," - ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააკეთა სადაც ის მხარდამჭერებთან უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. ინაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება და 500-ს მიაღწევს. ინაშვილის განცხადებით 200 მოშიმშილე რამდენიმე დღეში პარლამენტთან დაიწყებს აქციას.
დღეს მოშიმშილეებთან პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხლაძეც იმყოფებოდა.
"ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო რომ ის მოთხოვნები რომელიც აბსოლიტურად ნაცნობია ხელისუფლებაში მყოფი პ[ოლიტიკური ძალებისთვის მმართველი კოალიციისათვის. იმიტომ რომ ის ადამიანები თვითონ იყვნენ მოშიმშილეების როლში. დავიწყოთ დიალოგი ამ საკითხებთან დააკვშირებით," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.