ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამართლებრივ საკითხებზე რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან კონსულტაციის გამართვას უარყოფს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მხოლოდ მესამე სექტორთან შეხვედრის ორგანიზებას დათანხმდა, ზაალ უდუმაშვილისთვის მინდობილობით უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კი საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„მეც და ჩემს მეგობრებს შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ, თითქოს, ეს იყო ჩემთან საფუძვლიანი კონსულტაციები ან მე რაიმე რჩევის მსგავსი გავაკეთე, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა. ჩვენ ამ პროცესში მხარე არ ვართ. რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული მცდელობებია საია იქცეს მხარედ. შეხვედრა შედგა მხოლოდ რაც დავპირდი და შევთანხმდით, რომ იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა,“- განცხადა ანა ნაცვლიშვილმა.