20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ მათთან უდუმაშვილისთვის მმართველის უფლებების მინიჭებაზე განცხადება არ შესულა

საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება საერთოდ არ შესულა არა თუ დარეგისტრირებულა. 

"ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა. კერძოდ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა,"- ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში. 

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

 

 

დღის ამბები