საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კოლეგიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებდნენ თუ არა პარლამენტის შუამდგომლობას 4 მოსამართლიდან 2-ის აცლილების შესახებ.
პარლამენტმა დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილოს, რასაც რუსთავი 2-ის ადვოკატები არ ეთანხმებიან.
საკანონმდებლო ორგანოს იურისტის შუამდგომლობაზე 5 წუთიანი თათბირის შემდეგ მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც მხარეთა პოზიციებს გაეცნობოდნენ. ამის შემდეგ პარლამენტის იურისტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დაყენებინა. რიგით მესამე შუამდგომლობა პროცესში სამართლის დოქტორის გია ლილუაშვილის ჩართვას გულისხმობს. ამ შუამდგომლობაზე მსჯელობა ამ წუთებში მიმდინარეობს.