20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
„მეგობრებისგან რეკომენდაცია მივიღეთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველვყოთ,"-გიორგი კვირიკაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით საქართველო მალე პოზიტიურ სიახლეებს მიღებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

„დიდი ალბათობით ჩვენ პოზიტიურ ახალ ამბებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით. ვიზა-ლიბერალიზაციის მხრივ ტექნიკური თვალსაზრისით რეფორმები ყველა იმ მიმართულებაში, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი ჰქონდა რეფორმები, საქართველომ აბსოლუტურად სრულად შეასრულა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ასევე მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა.

„მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით რეკომენდაცია, რომელიც მეგობრებისგან მივიღეთ, არის, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა უზრუნველვყოთ, რაც აბსოლუტურად უზრუნველყოფილია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დღის ამბები