ზაალ უდუმაშვილმა საჯარო რეესტრს მიმართა და მინდობილობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, ზუსტი ინფრაოცმია შეიტანეს თუ არა დროებითმა მმართველებმა განაცხადი რეესტრში მას არ აქვს, თუმცა უარს დაზღვევის ფუნქცია აქვს.
"მე ოფიციალურად ჩავაბარე ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ უარს ვაცხადებ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც დღეს ე.წ. დორებითმა საბჭომ დამაკისრა. ჩემი თანხმობის გარეშე ასეთი დოკუმენტი არ უნდა გატარდეს საჯარო რეესტრში დოკუმენტი ჩაბარებულია უკვე,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იუსტიციის სახლში იურისტთან ერთად იმყოფებოდა. დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით დოკუმენტი უკანონოა და მისი შინაარსი ზაალ უდუმაშვილისთვის უცნობია.
"ეს დროებითი მმართველის ინსტიტუტი მოსამართლე ურთმელიძის ფანტაზიის ნაყოფია. დღეს გავიგეთ, რომ სრულიად უკანონოდ აქტია შედგენილი, რომლის შინაარსიც უცნობია ბატონი ზაალისთვის. თითქოს ამ აქტის საფუძველზე მას გადაეკისრა ყველა ის უფლებამოსილებები, რომელიც თავისმხრივ ურთმელიძემ საყევარიშვილს და დვალს მიანიჭა. ჩვენ მივმართეთ რეესტრს, რომ თუ უკანონო დოკუმენტი შემოვა არ მოხდეს ამის რეგისტრაცია. ასეთი შინაარსის სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ შინაარსიც არ ვიცით იმ დოკუმენტის, რომელსაც საზოგადოებას დღეს ე.წ. დროებითი მმართველები აჩვენებდნენ. მათი უფლებამოსილება არის უკანონო,"- განაცხადა იურისტმა დიმიტრი ძაგნიძემ.