იუსტიციის მინისტრის თქმით საჯარო რეესტრში არავითარი დოკუმენტი არ შესულა, რომლითაც მოსამართლე ურთმელიძის მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს გადააბარეს. თეა წულუკიანის განმარტებით დოკუმენტის დამოწმების უფლება ცალმხრივად ნოატარიუსს ჰქონდა.
"დავა რაც მიმდინარეობს სასამართლოში სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის, ამ კერძო კომპანიისა, ბატონ გვარამიას იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ ქართულ კანონსაც აღარ იცნობს. მე თავს უფლებას მივცემ განვუმარტო ქართული კანონი. საქართველოს
სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად ნოტარიუსთან მინდობილობის გაფორმება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება. ნოტარიუსს არ ევალება და არც აქვს უფლება ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ზაალ უდუმაშვილის, თანხმობა. კანონით ასეა და ვერ შეიცვლება. ამიტომ ნოტარიუსს კანონი არ დაურღვევია. საჯარო რეესტრისთვის ამ მინდობილობის თაობაზე არავის მოუმართავს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.