20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"დავალების ხელშეკრულებას, რომელსაც მინდობილობას ვეძახით, ორივე მხარის თანხმობა სჭირდება,"-გიორგი მშვენიერაძე

"დავალების ხელშეკრულებას, რომელსაც მინდობილობას ვეძახით, არ არის ცალმხრივი გარიგება, მას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება,"-ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა. 

იურისტები რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისთვის სამაუწყებლო კომპანიის დროებითი მმართველების მიერ უფლებამოსილების გადაცემას აფასებენ. 

"ბატონი დვალი და საყევარიშვილი არ არიან უფლებამოსილნი, რომ ცალმხრივად, ბატონი ზაალ უდუმაშვილის თანხმობის გარეშე მას აღნიშნული უფლებამოსილება გადაანდოს,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

მინდობილობის საჯარო რეესტრში შესაძლო დარეგისტრირებასთან დაკავშირებით გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რეესტრი მას არ დაარეგისტრირებდა, რადგან ამისთვის ზაალ უდუმაშვილის თანხმობა იქნებოდა საჭირო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროექტების მენეჯერი გიორგი გვილავა ამბობს, რომ მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების პრაქტიკაში განსახორციელებლად, ვინც მინდობილობას იღებს, იმ პირის თანხმობაა საჭირო.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები