20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას," - საზოგადოებრივმა საბჭომ ბრიფინგი გამართა

„ქიბარ ხალვაშს ვთავაზობთ, რომ იმ მოთხოვნას დაეთანხმოს, რაც რუსთავი 2-ის იურისტებმა სასამართლოში წარადგინეს,"- ეს განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, თამარ გურჩიანმა, გააკეთა.

საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, მთავრი ამოცანაა, რომ რუსთავი 2 -ის მაუწყებლობა შეუზღუდავად გაგრძელდეს და ჟურნალისტთა უფლებები დაცული იყოს. 

„ქიბარ ხალვაშს ვთავაზობთ, რომ იმ მოთხოვნას დაეთანხმოს, რაც რუსთავი 2-ის იურისტებმა სასმართლოში წარდგინეს, ანუ სასამართლოს განჩინების შეჩერებას დაეთანხმოს, ეს იქნება დროებითი, მაგრამ გონივრული გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას ჩიხიდან გამოიყვანს,“- განაცხადა თამარ გურჩიანმა.

საზოგადოებრივი საბჭოს წევრები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, რომ ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ტელევიზია არსებობდეს, ამიტომ, ისინი სიტყვის თავისუფლებას დაიცავენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თათა ცოფურაშვილმა, 5 ნოემბერს მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებაზე განაცხადა, რომ ის მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობას შეიცავს, რაც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები