02 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ძლიერი სტიქია აჭარაში-დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ

ძლიერმა ქარმა და წვიმამ აჭარაში 2 ოჯახი დააზარალა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

ჩაქვში სურმანიძეების  სახლი მთლიანად დაიშალა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ოჯახის რამდენიმე წევრი მსუბუქად დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულეთში კი ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

გარდა ამისა ბათუმი-ქობულეთის გზის მახინჯაურის მონაკვეთზე წაიქცა ხე, რის გამოც 1 საათის განმავლობაში მოძრაობა შეუძლებელი იყო. 

დღის ამბები