20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"რუსთავი 2" დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ საჩივარზე პასუხს ელოდება

რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინებაზე სასამართლოში შესულ საჩივარზე პასუხს ელიან ტელეკომპანია საქართველოს და ძმები ყარამანიშვილების წარმომადგენლები, რომლებიც 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.

იურისტების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საბიუჯეტო და საგადასახადო ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და მისი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

გადაწყვეტილების მიღებისთვის მოსამართლე ურთმელიძეს 20 დღიანი ვადა აქვს. მისი არ დაკმაყოფილების შემთხვევაში საჩივარი სააპელაციოში გადავა.

ზაზა ბიბილაშვილი დროებითი მმართველების მიერ ზაალ უდუმაშვილისთვის მინდობილობის გადაცემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც საუბარია ფინანსურ ოპერაციაზე, მინდობილობის გაფორმება ცალმხრივად არ უნდა მომხდარიყო.

„დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა უკვე განაცხადეს, რომ ფაქტობრივად ისინი ეთანხმებიან განჩინების შეჩერებას, ვიდრე საჩივარი გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს. ჩვენ ვთხოვეთ და მოვუწოდეთ ქიბარ ხალვაშს, რომ აღიაროს ჩვენი საჩივარი ამ ნაწილში და შეჩერდეს საჩივრის მოქმედება,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

დღის ამბები