20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მესამე სექტორის ნაწილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსთავი 2-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტელეკომპანიის დროებით მმართველებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ არ მოხდეს არხის მუშაობის შეზღუდვა ან შეჩერება.

არასამთავრობოები პროცესების ჩიხიდან გამოსაყვანად მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კითხვები ასევე გააჩნიათ დროებით მმართველებსაც.

„არის შესაძლებლობები, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, მაგალითად, მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

დღის ამბები