20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ თავისუფალ მედიაში შესაძლოა პოლიტიკური ჩარევის მსგავსი დავები უკან გვქონდა მოტოვებული,“ - კენეტ იალოვიცი

“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ თავისუფალ მედიაში შესაძლოა პოლიტიკური ჩარევის მსგავსი დავები უკან გვქონდა მოტოვებული,“ - ეს ცნობილმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა, კენ იალოვიცმა გააკეთა, რომელიც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების საგარეო დიპლომატურ სტრუქტურებში, მათ შორის საქართველოში ელჩად მუშაობდა.

კენ იალოვიცი ერთ-ერთია იმ ამერიკელ სპეციალისტებს შორის, რომელიც რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

„ჩემთვის და კიდევ ბევრი სხვისთვის, რომლებიც თვალს ვადევნებთ საქართველოში მდგომარეობას და ვართ საქართველოს თაყვანისმცემლები, ეს საკითხი იწვევს ჩვენს წუხილს და ამის შესახებ უკვე ბევრმა განაცხადა,“- განაცხადა კენ იალოვიცმა.

მისი თქმით, პრესის და ინფორმაციის თავისუფლება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

„20 წელია ვადევნებ თვალს საქართველოს და ვხედავ როგორც წინსვლას, ასევე გაუარესებას, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ თავისუფალ მედიაში შესაძლო პოლიტიკური ჩარევის მსგავსი დავები უკან გვქონდა მოტოვებული. როგორც გარედან დამკვირვებელი, ვატყობ, რომ სასამართლო პროცედურები სწორი ნაბიჯებით არ მიდის. ვფიქრობ, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ადგილობრივი სასამართლო, ჩანს, რომ ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ჩვენთვის გაუგებარია,“ - განაცხადა კენ იალოვიციმ.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები