საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი განახლდა. ამ წუთებში მოპასუხე მხარისათვის შეკითხვების დასმის პროცედურა მიმდინარეობს.
განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც სამი საათის განმავლობაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მოსამართლეების კითხვებს პასუხობდნენ.