20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
მმართველ გუნდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გუშინდელ გადაწყვეტილებას პარლამენტში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.

როგორც ცნობილია, გუშინ მოსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტის შუამდგომლობაზე მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უარი კითხვებს აჩენს.

მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, არც საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს იძლევა.

„მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები გრძნობენ იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ სასამართლოს სანდოობასთან,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

 

დღის ამბები