20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
„ურთმელიძე არის იარაღი, არა იმდენად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხელისფლების წინააღმდეგ," - ხათუნა ლაგაზიძე

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

მათი განცხადებით, მიმდინარე სამართლებრივი პროცესი გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„ურთმელიძე არის იარაღი, არა იმდენად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არამედ სწორედ საქართველოს ხელისფლების წინააღმდეგ. მე ურთმელიძეში ვგულისხმობ კოლექტიურ ურთმელიძეს, რომელიც მზად არის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი,“ - განაცხადა საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარემ ხათუნა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გამონახავს იმ ფორმას, რომ რეალურად პროცესები დარჩეს სასამართლოს სისტემაში.  

დღის ამბები