ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეებისთვის წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაკავებულების ადვოკატის მოთხოვნა მათთვის წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა სასამართლო დარბაზში, რუსთავი 2–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდები არც გამოძიებისთვის აპირებენ ხელის შეშლას და არც ქვეყნის საზღვრების დატოვებას, ამიტომ მათთვის გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება.
"აბსოლუტურად გაუგებარი, ბუნდოვანი მოსაზრებით, სასამართლომ ძალაში დატოვა კვლავ წინასწარ პატიმრობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტყვე და მისი ე.წ. პოლიტიკური რეპრესიის ეფექტური ინსტრუმენტი", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.