20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ერთსაათიანი შესვენების შემდეგ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

სხდომა ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. სასამართლომ დააკმაყოფილა პარლამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სპეციალისტის მოწვევის შესახებ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლის დოქტორს გია ლილუაშვილს ხვალ 12:00 საათზე მოუსმენენ. 

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან TV საქართველოს ადვოკატები. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანია ყოველწუთიერად იღებს ზარალს. 

"ამ ეტაპზე არ არის საჭიროება, რომ ექსპერტისგან მოვისმინოთ მოსაზრებები შეჩერებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად ამ ნორმის კონსტიტუციურობა არასკონსტიტუციურობასთან დაკავშირებთ სპეციალისტის მოსაზრებებთნ საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარი არის,რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულება აღმოჩნდეს ეფექტიანი და შედეგიანი ჩვენთვის. იმიტომ, რომ ზიანის მიყენება კომპანიაზე მიმდინარეობს ყოველწუთიერად ამას შეიძლება მოჰყვეს შედეგი, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ,"- განაცხადა იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

 

 

დღის ამბები