ახალი ფონდი პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს განვითარებისთვის ამ სახელწოდებით ფონდი პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დააარსეს.
ფონდი 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ვანო მაჭავარინის განცხადებით ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაციები სააგენტოებში ვრცელდება.
ფონდის წევრები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი რუხაძე იქნებიან.
ფონდის წევრად სახელდება რამდენიმე ბიზნესმენიც. პრეზენტაცია მას შემდეგ იგეგმება, რაც პაატა ბურჭულაძე თბილისში ჩამოვა.