20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"სამართლებრივი ქაოსის, სამართლებრივი ვაკუუმების წარმომშობი განჩინებების ავტორი გახლავთ თამაზ ურთმელიძე,"-დიმიტრი ძაგნიძე

"სამართლებრივი ქაოსის სამართლებრივი ვაკუუმების წარმომშობი განჩინებების ავტორი გახლავთ თამაზ ურთმელიძე,"-ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი ძაგნიძე საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. 

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა სპეციალურად გამიზნული იმისკენ, რომ თითქოსდა ის ნორმები, რომლის საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძეს ეძლევა სწორედ ასეთი არაკონსტიტუციური განჩინებების მიღების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანია ამჟამად და ეს არის მცდელობა საზოგადოების და  სასამართლოს  შეცდომაში შეყვანის. მაგრამ მე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარ ხრიკებს არანაირი წარმატება არ ექნება და კიდევ ერთხელ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა, რომ უნდა გაუქმედეს ეს უკანონო განჩინება და რუსთავი 2-ს მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება.

"იმის დამადასტურებელია ეს ყველაფერი, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებას ე.წ. მმართველების დანიშვნას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ხვალვე მოხდეს შებრუნება საჩივრის მიმართვის შემთხვევაში მეორე მხარის მიერ, შეჩერება უკვე ერთხელ შეჩერებული განჩინების, ანუ სამართლებრივი ქაოსის, სამართლებრივი ვაკუუმების წარმომშობი განჩინებების ავტორი გახლავთ თამაზ ურთმელიძე. რომც მოხდეს და აღუდგეს რუსთავი 2-ის მენეჯმენტს ამ შემთხვევაში დაზღვეული არ ვართ იმისგან, რომ მეორე დღესვე კვლავ შეტრიალდება სიტუაცია და გასაჩივრების შემთხვევაში კვლავს მივიღებთ იმ უკანონო სიტუაციას, რაც ამჟამადაც გვაქვს,"- აცხადებს დიმიტრი ძაგნიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები