20 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
სტიქია საქართველოში - "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ
უამინდობის გამო, დაზიანებულია მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

"უამინდობის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვებმა მოიმატა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. 200-ზე მეტი ელექტრობოძი მთლიანად გადატეხილია. ენერგო პრო ჯორჯიამ საკმაოდ დიდი ზიანი ნახა. ვცდილობთ დღის ბოლომდე მოვახერხოთ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა,"- აცხადებს  ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი.

 

 

დღის ამბები