20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა გადაწყვეტილება ხვალ გამოიტანოს

რუსთავი 2-ის მფლობელები და TV საქართველოს წარმომადგენლები დღეს რამდენიმე საათი ცდოლობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დარწმუნებას იმაში, რომ თამაზ ურთმელიძის მიერ დანიშნული დროებითი მმართველები კომპანიაში ცენზორების ფუნქციას შეასრულებენ.  

მოსარჩელეებმა დღეს ასევე ბევრი ისაუბრეს იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა დროებითმა მმართველებმა კომპანიას მოუტანონ.

იურისტები ამტკიცებდნენ, რომ სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში მათ რუსთავი 2-ის რეორგანიზაციის, ან სულაც ლიკვიდაციის უფლებაც აქვთ. ადვოკატების ინფორმაციით თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაში, სადაც მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებებია გაწერილი, ამგვარი ქმედებების აკრძალვა ნახსენები არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პალატა ძმები ყარამანიშვილებისა და TV საქართველოს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობას ხვალ გააგრძელებს.

სხდომა 12:00 საათზე განახლდება და მას მოსარჩელეებისა და მოპასუხე პარლამენტის გარდა სამართლის სპეციალისტიც დაესწრება.

სავარაუდოდ სპეციალისტის მოსმენის შემდეგ ოთხი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ავტორი ეკა გაგუა, ნათია ტრაპაიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები