20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ურთმელიძემ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას დროებით უფლებამოსილება აღუდგინა

ხვალიდან რუსთავი 2-ის უფლებამოსილებაშეჩერებული მენეჯმენტი ისევ მუშაობას შეუდგება. რევაზ საყევარიშვილმა პირადად წარადგინა საჯარო რეესტრში ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს და ფინანსურ მენეჯერს უფლებამოსილება აღუდგა. საფუძველი ისევ მოსამართლე ურთმელიძის განჩინებაა, თუმცა თამაზ ურთმელიძემ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან დროებით მმართველობას ჩამოაშორა დავით დვალი. რაც შეეხება საყევარიშვილს, მას დროებით შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით არსებული სტატუსი შენარჩუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ამ განჩინებას გაასაჩივრებს, ურთმელიძეს შეუძლია რუსთავი 2–ში დროებითი მმართველობა დააბრუნოს.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები