20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამრთლოში საკმაოდ კულუარული ბრძოლა მიმდინარეობს,"-დავით დვალი

მოსამართლე ურთმელიძის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას დროებით უკფლებამოსილება აღუდგათ დავით დვალი აფასებს. მისი თქმით მოსამართლემ გადაწყვეტილება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

"დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჯერ ძნელია მსჯელობა, დასაბუთება არ მიგვიღია, გასაგები მერე იქნება რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, ალბათ დაინახეს, ეს ჩემი ვარაუდია, რომ ჩიხური სიტუაცია იქმნებოდა 15 ნოემბერი და ა. შ. და კონფლიქტის ასაცილებლად მოხდა ეს. ჯერ ისევ 3 სასამართლო მიმდინარეობს, ისევ გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება ალბათ, მეორე - საკონსტიტუციო, რომლის ერთი გადაწყვეტილებით ხაზი გადაესმება ამ ყველაფერს, მესამე ის, რომ ქიბარ ხალვაშს გადაეცა 100 %-იანი წილი და ეს პროცესი გაგრძელდება ზედა ინსტანციაში. ჩემი აზრით, ჯერ ამ ამბის მხოლოდ დასაწყისში ვართ. იმდენად საინტერესო პროცესია, რომ საქართველოს ისტორიაში შევა. იმედი მაქვს, მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი. საკონსტიტუციო სასამრთლოში საკმაოდ კულუარული ბრძოლა მიმდინარეობს ვინ ვის გადაქაჩავს. 

"ნაცვლიშილთან დაკავშირებით ვადასტრებ მის ნათქვამს. ჩვენი თხოვნით მოხდა ეს შეხვდრა, მას არანაირი რჩევა არ მოუცია. არასამთავრობოებთან გვინდა შეხვედრა და იმედი გვაქვს მომავალი კვირიდან ინტენსიურ შეხვედრებს დავიწყებათ.

"ჩემთვის და ჯარჯისთვის რთული იყო ამ პროცესში ჩართვა , მაგრამ როგორც ქიბარმა თქვა, პარიტეტულად მოხდება არხის მართვა, მე უკვე ვთვლი თავს მოვალედ, რომ ჩავრთულიყავი პროცესებში,"-აცხადებს დავით დვალი.

დღესვე კომენტარი გააკეთა ჯარჯი აქიმიძემ, რომელიც აცხადებს, რომ რუსთავი 2 არა ნაციონალური მოძრაობის ან ოცნების, არამედ თავისუფალი ტელევიზია.

"გამოსავალი იპოვა სასამართლომ. მან დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება საპატიო მიზეზების გამო დვალს, ნიკა გვარამიას აუსრულა ოცნება და დაუბრუნა გენერალური დირექტორობა, მას უკვე შეუძლია მშვიდად მართოს რუსთავი 2. მე როგორც ვიცი 16-მდე აქვთ დრო და გამოცდილ მენეჯერს შეუძლია ყველაფრის გასწორება, იმედია შაბათ-კვირა იმუშავებენ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ რუსთავი 2 იქნება თავისუფალი, არა პარტიული, არა ნაციონალების, არა ოცნების, იქნება თავისუფალი, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, ეს ყველაფერი აისახება ხელფასებზე და ყველა იქნება ბედნიერი,"-აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.

დღის ამბები