20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"მოხდა დროებითი განმუხტვა" - ზაზა ბიბილაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ განჩინების გაუქმებაზე

ვითარების დროებით განმუხტვად აფასებს ძმები ყარამანიშვილების ადვოკატი მოსამართლე ურთმელიძის გუშინდელ განჩინებას. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და ფინანსურ მენეჯერს უფლებამოსილება აღუდგათ და უფლებამოსილება შეჩერებული მენეჯმენტი დღეიდან ისევ შეუდგება მუშაობას, კლავ არსებობს გარკვეული საფრთხეები ტელევიზიისთვის.

"მოხდა დროებითი განმუხტვა, ტაქტიკური უკუსვლა, რომლის შემდეგაც მთავარია ჩვენ არ მოვადუნოთ ყურადღება და გავათვიცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება," - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.  

იურისტების განმარტებით, ქიბარ ხალვაშის მიერ გუშინდელი განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში, ვითარება 5 ნოემბრის მდგომარეობას დაუბრუნდება და დროებით მმართველებს უფლებამოსილება აღუდგებათ.

რაც შეეხება რეგისტრირებულ მონაცემებში მმართველთა ცვლილებების შეტანის შესახებ საჯარო რეესტრში რევაზ საყევარიშვილის მიერ წარდგენილ განცხადებას, რეგისტრაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

 

დღის ამბები