20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ქიბარ ხალვაში ურთმელიძის ახალ განჩინებას

გაასაჩივრებს თუ არა ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარე მოსამართლე ურთმელიძის ახალ განჩინებას, ეს ჯერ ისევ უცნობია. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

განჩინების წერილობითი ვერსია ჯერ არც მას და არც ძმები ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატებს მიუღიათ. როგორც ცნობილია, ნაწილობრივ გაუქმდა 5 ნოემბრის განჩინება და დავით დვალს გუუქმდა დროებითი მმართველობის უფლებამოსილება, რევაზ საყევარიშვილს კი დროებით შეუჩერდა.

იურსიტების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ამ განჩინებას გაასაჩივრებს, ურთმელიძეს შეუძლია რუსთავი 2-ში ისევ დროებითი მმართველობა დააბრუნოს. 

დღის ამბები