80 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით. სპეციალისტების თქმით, სამუშოები მიმდინარეობს და დაზიანებული მონაკვეთები შესაძლოა დღის ბოლომდე აღდგეს.
სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. რთული ვითარება იყო ნინოწმინდაში, გურიაში, აჭარის მაღალმთიან სოფლებში, შიდა ქართლსა და კახეთში.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სახლების პირველი სართულები და საავტომობილო გზები. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა. ამ დროისთვის მოძრაობა დაკეტილია წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე.