რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა ცოტა ხანში დაიწყება.
დღევანდელი სხდომა განახლდება სმართლის სპეციალისტის გამოკითხვით. ამ შუამდგომლობით სასამართლო კოლეგიასს პარლამენტის იურისტმა მიმართა. მან ამ სპეციალისტად გია ლილუაშვილი დაასახელა, რომელიც სასამართლოს კოლეგიას საკუთარ პოზიციას წარუდგენს სარჩელში მოყვანილ ნორმებთან დაკავშირებით.
პარლამენტის ადვოკატი ამბობს, რომ ლილუაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან ტელეკომპანია საქართველოს ადვოაკტები. ისინი აცხადებენ, რომ სპეციალისტის მოწვევა და მისი პოიზიციის გამოხატვა სხდომაზე დროის გაწელვაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია კი საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და მათ სპეციალისტის რჩევები არ სჭირდებათ.
გამოკითხვის შემდეგ საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ წარადგენენ მოსარჩელე მხარეები და შესაძლოა კოლეგიამ გადაწყვეტილებაც დღესვე მიიღოს.